საქართველოს ხელისუფლება კონგრესის კიდევ ორი წევრის კრიტიკულ წერილს იღებს

საქართველოს ხელისუფლება კონგრესის კიდევ ორი წევრის კრიტიკულ წერილს იღებს. „როგორც კონგრესის წევრი, გწერთ, რათა ჩემი ხმა შევმატო მზარდ შეშფოთებას, რომელიც ისმის საქართველოს დემოკრატიული ღირებულებებიდან უკუსვლისა და ამასთან დაკავშირებული ეკონომიკური კეთილდღეობის გაუარესების გამო“, – წერს ბრაიან ბაბინი.

საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იკლებს, რადგან ამერიკისა და ევროპის ბიზნესინტერესები საქართველოში შევიწროების, კონტრაქტების გაუქმებისა და ექსპროპრიაციის სამიზნე გახდა. ამის ნათელი თვალსაჩინო მაგალითია გაზისა და ნავთობის კომპანია „ფრონტერა რესურსი“. წერილში ასევე საუბარია დახურულ ფეისბუქგვერდებზე. „ტვიტერის“ გვერდზე გამოაქვეყნა კრიტიკული გზავნილები კიდევ ერთმა კონგრესმენმა პიტ ოლსონმაც.

საქართველოს კორუმპირებული მთავრობა ჩაერთო დემოკრატიულ ღირებულებებზე თავდასხმებში, სამოქალაქო დემონსტრანტების წინააღმდეგ სისასტიკესა და ანტაგონიზმში ამერიკული ინვესტიციების მიმართ, რომლებიც დაეხმარებოდა ორივე ქვეყანას. ქართველი ხალხი მეტს იმსახურებს“, – წერს ამერიკელი კონგრესმენი.