სასტუმრო „პულმანში“ საქართველოს ხელბურთის ეროვნული ნაკრების ახალი მწვრთნელი წარადგინეს – ტიტე კალანდაძის ნაცვლად, რომელმაც ეროვნული გუნდი ევროპის ჩემპიონატზე ორჯერ გაიყვანა, რუბენ გარაბაია დაინიშნა. ცნობილი ესპანელი სპეციალისტი ნაკრებში მუშაობის პარალელურად, ახალგაზრდა ტალანტების გაზრდასა და დაწინაურებასაც შეეცდება. რუბენ გარაბაია იმედოვნებს, რომ გუნდის პროგრესი გაგრძელდება და საქართველოს ნაკრები უკეთეს შედეგებს მიაღწევს.