საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშეს

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ ითამაშებს.

გადამწყვეტი აღმოჩნდა მეხუთე ტურის საშინაო მატჩი საბერძნეთთან, რომელიც ქართველებმა 29:26 მოიგეს. გუნდების პირველი მატჩი საბერძნეთში მასპინძელთა მინიმალური გამარჯვებით, 27:26 დასრულდა. საქართველოს ნაკრებს ჯგუფში მეორე ადგილის დასაკავებლად მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდა და ასეც მოხდა. შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩს საქართველოს ნაკრები 11 მაისს ისლანდიაში გამართავს. უშუალოდ ევროპის ჩემპიონატი კი 15 იანვარს დაიწყება. მთავრობის გადაწყვეტილებით ქართველი ხელბურთელები ფულად ჯილდოსაც მიიღებენ.