საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის სამოქალაქო პანაშვიდი - ჩართვა სამებიდან
მართლმადიდებლური სამყარო საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებას გლოვობს. მეორე დღეა ხალხის ნაკადი არ წყდება სამების საკათედრო ტაძარში. მომლოცველები პატრიარქისთვის პატივის მისაგებად სამებაში, 24 საათის განმავლობაში მიდიან. შეგახსენებთ, რომ ილია მეორე 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
თათია ტაბეშაძის ჩართვა პირდაპირ ეთერში სამების საკათედრო ტაძრიდან.