საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის განცხადება

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან განვითარებული მოვლენების შესახებ განცხადებას ავრცელებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. ვიმედოვნებთ, როგორც ერთი, ისე მეორე ქვეყნის ხელისუფალნი და საერთაშორისო საზოგადოება არ დაუშვებენ ვითარების მკვეთრ ესკალაციას, რაც კავკასიის პრობლემად და მსოფლიოსთვისაც დიდ გამოწვევად იქცევა. აღვავლენთ ლოცვებს, რათა ღმერთი მშვიდობისა შეეწიოს სომხეთს, აზერბაიჯანსა და მთელ კავკასიას, – წერია ილია მეორის მიმართვაში.