საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე - 1933-2026 

პატრიარქის გლოვაში დღეს მთელი ერია გაერთიანებული. მოქალაქეები ერის იდენტობის, თვითმყოფადობის, ტრადიციების და სულიერ ფასეულობათა განმტკიცებისთვის ილია მეორის მიერ გაღებულ უდიდეს ღვაწლზე საუბრობენ და მის ისტორიულ მისიას აფასებენ. მითუმეტეს, რომ პერიოდი, როდესაც ილია მეორე საპატრიარქო ტახტის საჭეთმპყრობელი გახდა, გამოწვევებით და სირთულეებით იყო სავსე. სწორედ ქვეყნის 141-ე პატრიარქის სახელთანაა დაკავშირებული საბჭოთა რეჟიმის დროს დანგრეული თუ დაზიანებული ეკლესია-მონასტრების აღდგენა და ახალი ტაძრების აშენება, ეპარქიების, სასულიერო პირების და ეპარქიების ზრდა, სამეცნიერო-საგანმანათლებლო მიმართულებით მისი დაუღალავი მოღვაწეობა და არაერთი ისტორიული მნიშვნელობის წამოწყება და პროექტი. ილია მეორის მიერ დატოვებულ ისტორიულ და სულიერ მემკვიდრეობას მისი სულიერი შვილები იხსენებენ. ინტერვიუები ქვეყნის სხვადასხვა ქალაქსა და რეგიონშია ჩაწერილი.