საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე – 1933-2026
მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი პატრიარქ ილია მეორეს დაკრძალვაზე ჩამოსვლასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს მსოფლიო საპატრიარქო. ის წარუძღვება, მარად სახსენებელი ილია მეორის დაკრძალვის მსახურებას, რომელიც შესრულდება ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში და პირადად გამოხატავს დედა ეკლესიის თანაგრძნობას და სამძიმარს ქვეყნის მღვდელმთავრების, სამღვდელოების, სამონაზვნო დასის, ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მორწმუნე ერის მიმართ. ყოვლადუწმინდესობას თან ახლდებიან ქალკედონის უხუცესი მიტროპოლიტი ემანუელი, დიდი აიეტიოსი, პატრიარქის პირადი ოფისის დირექტორი, დიდი არქიდიაკონი ალექსანდრე, კონსტანტინოპოლის ქართული სამრევლოს წინამძღვარი, არქიმანდრიტი ილია ჯინჯოლავა, აგრეთვე მსოფლიო საპატრიარქოს პრესისა და კომუნიკაციის სამსახურის დირექტორი ნიკოლაოს-გეორგიოს პაპახ-რისტუ და საპატრიარქოს თანამშრომელი პანაიოტის გრაფიადელისი. ღმრთის ნებით, მსოფლიო პატრიარქი და მისი თანმხლები პირები იმავე დღეს დაბრუნდებიან კონსტანტინოპოლში,“ – ნათქვამია მსოფლიო საპატრიარქოს ინფორმაციაში.
საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვაზე თბილისში ვატიკანიდან ქრისტიანთა ერთობის ხელშეწყობის დიკას-ტერიის პრეფექტი, კარდინალი კურტ კოხი ჩამოვა.
ინფორმაცია Catholic ვატიკანის საელჩოზე დაყრდნობით ვრცელდება. , კარდინალთან ერთად დელეგაციაში იქნებიან: მონსენიორ ლადრაპა იარომირი, ქრისტიანთა ერთობის ხელშეწყობის დიკას-ტერიის თანამშრომელი; მთავარეპისკოპოსი ანტე იოზიჩი, სამოციქულო ნუნციუსი და დიპლომატიური კორპუსის დეკანი საქართველოში;, პაპის დესპანის მრჩეველი; ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო, კავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი და აღმოსავლეთ ევროპის სომეხ კათოლიკეთა ორდინარიუსი ერევანში. კარდინალი კურტ კოხი იხსენებს საქართველოში ვიზიტს და წერს: „თავისი მოხუცებულობის მიუხედავად იგი პირადად დახვდა აეროპორტში პაპ ფრანცისკეს, მიესალმა და ბოლოს გააცილა. მათ შორის იყო ორი ძალიან ლამაზი შეხვედრა, სადაც პატრიარქმა ილიამ რომის ეკლესია დალოცა. ზოგიერთი მიტროპოლიტი ამას არასდროს გააკეთებს, ვინაიდან ისინი რომის ეკლესიას არ მოიაზრებენ „ეკლესიად“. როდესაც მე ორი წლის წინ საქართველოში ვიმყოფებოდი, ამ პრობლემებზეც ვისაუბრე, შევხვდი ქართველ კათოლიკეებს და მათ გასაჭირი მოვისმინე, განსაკუთრებით გადანათვლასთან დაკავშირებით. ეს არის ძალიან სერიოზული საკითხი, რომლის შესახებაც დისკუსია უნდა გაგრძელდეს,“ – განაცხადა კარდინალმა.
სამძიმრის წერილს ავრცელებს რომის პაპი. თქვენი ერისათვის ამ მწუხარე ჟამს, გიერთდებით ლოცვაში და თქვენთან ერთად მადლიერებით ვიხსენებ მწყემსსა და მამას, რომელიც მრავალი წლის მანძილზე წინ მიგიძღოდათ სიკეთით, სიბრძნით და სახარებისეული ძლიერებით.
თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე, პატრიარქი ილია II გახლდათ ღვთისმოსავი მოწმე მკვდრეთით აღმდგარი უფლის რწმენისა. იგი თავისი მსახურებით გვერდში ედგა ქართველ ხალხს ძნელბედობისა და ძირეული ეპოქალური ცვლილებების პერიოდში, სიყვარულით მფარველობდა ტრადიციებსა და იმედით აღავსებდა ადამიანთა გულებს და მთელ საზოგადოებას.
მსურს განსაკუთრებით აღვნიშნო მისი სიყვარული მუსიკისადმი, რომელიც წარმოგვიჩენს უფლისეულ მშვენიერებას და რომელსაც ძალუძს გააერთიანოს ხალხები, დააახლოვოს ეკლესიები, მიუხედავად მათი კულტურული და თეოლოგიური განსხვავებებისა.
უამრავი ადამიანისთვის პატრიარქი ილია II იყო ხმა შერიგებისა, დაუღალავი შემოქმედი ერთობისა. იგი გულთბილი და ძმური სულისკვეთებით შეხვდა ჩემს ორ წინამორბედს – წმიდა იოანე პავლე მეორეს და პაპ ფრანცისკეს. და ახლა, როცა უფალს ანდობთ ამ ერთგულ მსახურს, კვლავაც ჩაგვესმის პავლე მოციქულის სიტყვები, დასტურად იმისა, რომ იესოს აღდგომა ჩვენი რწმენის საფუძველი და იმედის წყაროა, რადგან, თუ იესო არ აღმდგარა, ჩვენი რწმენაც ფუჭი ყოფილა. ამიტომაც, მწყემსის სიკვდილმა გულები სასოწარკვეთით კი არა, იმის რწმენით უნდა აგვივსოს, რომ სიცოცხლე არ ქრება, არამედ გარდაიქმნება. ამ გრძნობებით აღსავსე, ჩემს ძმურ სიახლოვეს ვუდასტურებ თქვენს მაღალ ყოვლადუსამღვდელოესობას, რომელსაც თანამოსაყდრეობის მძიმე ტვირთი აკისრია. დაე, უფალმა მოგმადლოთ სინათლე, სიბრძნე და ძალა, რათა თქვენც იმგვარივე მწყემსისეული სიყვარულით წარუძღვეთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, როგორითაც გარდაცვლილი პატრიარქი მიუძღოდა. შევთხოვ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, ნუგეშისა და სიყვარულის მოსასხამით დაიფაროს თქვენი მაღალი ყოვლადუსამღვდელოესობა, წმიდა სინოდი და მთელი ქართველი ერი,“ – წერს რომის პაპი.