საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II – 1933-2026

12:03, 21.03.2026

საქართველო გლოვობს – უკვე მეოთხე დღეა, სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს – 24 საათის განმავლობაში არ წყდება იმ ადამიანების ნაკადი, რომლებსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან გამომშვიდობება და პატივის მიგება სურთ. სასულიერო პირები კი პანაშვიდს რიგ-რიგობით იხდიან. დღეს დილიდან ტაძარში წირვა აღავლინა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიომ. 21 და 22 მარტს ქვეყნის მასშტაბით ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში, ზუსტად 12:00 საათზე სამგლოვიარო ზარები დაირეკა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, გლოვის დღეები დაკრძალვის დღის ჩათვლით გაგრძელდება.

გენო ოსიყმაშვილი მუშაობს სამების საკათედრო ტაძარში და ის ახლა პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდება.

მსგავსი