მსოფლიო პატრიარქის, ბართლომეოსის პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვაზე ჩამოსვლასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს მსოფლიო საპატრიარქო. „ის წარუძღვება მარად სახსენებელი ილია II-ის დაკრძალვის მსახურებას, რომელიც შესრულდება ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში და პირადად გამოხატავს დედა ეკლესიის თანაგრძნობას და სამძიმარს ქვეყნის მღვდელმთავრების, სამღვდელოების, სამონაზვნო დასის, ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მორწმუნე ერის მიმართ. ყოვლადუწმიდესობას თან ახლდებიან ქალკედონის უხუცესი მიტროპოლიტი ემანუელი, დიდი აიეტიოსი, პატრიარქის პირადი ოფისის დირექტორი, დიდი არქიდიაკონი ალექსანდრე, კონსტანტინოპოლის ქართული სამრევლოს წინამძღვარი, არქიმანდრიტი ილია ჯინჯოლავა, აგრეთვე მსოფლიო საპატრიარქოს პრესისა და კომუნიკაციის სამსახურის დირექტორი ნიკოლაოს-გეორგიოს პაპახ-რისტუ და საპატრიარქოს თანამშრომელი პანაიოტის გრაფია-დელისი. ღმრთის ნებით, მსოფლიო პატრიარქი და მისი თანმხლები პირები იმავე დღეს დაბრუნდებიან კონსტანტინოპოლში“, – ნათქვამია მსოფლიო საპატრიარქოს ინფორმაციაში.
ილია მეორის დაკრძალვაზე თბილისში ვატიკანიდან ქრისტიანთა ერთობის ხელშეწყობის დიკას-ტერიის პრეფექტი, კარდინალი კურტ კოხი ჩამოვა. ინფორმაცია Catholic ვატიკანის საელჩოზე დაყრდნობით ვრცელდება. , კარდინალთან ერთად დელეგაციაში იქნებიან: მონსენიორ ლადრაპა იარომირი, ქრისტიანთა ერთობის ხელშეწყობის დიკას-ტერიის თანამშრომელი; მთავარეპისკოპოსი ანტე იოზიჩი, სამოციქულო ნუნციუსი და დიპლომატიური კორპუსის დეკანი საქართველოში;, პაპის დესპანის მრჩეველი; ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო, კავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი; და, აღმოსავლეთ ევროპის სომეხ კათოლიკეთა ორდინარიუსი ერევანში. კარდინალი კურტ კოხი იხსენებს საქართველოში ვიზიტს და წერს: “თავისი მოხუცებულობის მიუხედავად იგი პირადად დახვდა აეროპორტში პაპ ფრანცისკეს, მიესალმა და ბოლოს გააცილა. მათ შორის იყო ორი ძალიან ლამაზი შეხვედრა, სადაც პატრიარქმა ილიამ რომის ეკლესია დალოცა. ზოგიერთი მიტროპოლიტი ამას არასდროს გააკეთებს, ვინაიდან ისინი რომის ეკლესიას არ მოიაზრებენ „ეკლესიად“. როდესაც მე ორი წლის წინ საქართველოში ვიმყოფებოდი, ამ პრობლემებზეც ვისაუბრე, შევხვდი ქართველ კათოლიკეებს და მათ გასაჭირი მოვისმინე, განსაკუთრებით გადანათვლასთან დაკავშირებით. ეს არის ძალიან სერიოზული საკითხი, რომლის შესახებაც დისკუსია უნდა გაგრძელდეს“, – განაცხადა კარდინალმა.
ილია მეორის დაკრძალვას დაესწრება კავკასიის მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარე. მისი თქმით, უკვე იმყოფებოდა საქართველოს საელჩოში და გამოხატა სამძიმარი.