საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გარდაიცვალა - პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილი
პრემიერ-მინისტრი სამძიმრის წერილს აქვეყნებს. „უწმინდესის ღვაწლი სცდება წმინდა სასულიერო განზომილებას. ფასდაუდებელია ილია მეორის ღვაწლი ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების, ტრადიციების გადარჩენისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში. ილია მეორის გარდაცვალებით დასრულდა უდიდესი ეპოქა დედაეკლესიისა და ქართული სახელმწიფოს ისტორიაში“.