საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გარდაიცვალა 

10:25, 18.03.2026

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას პატივი გვიან ღამეს სამების საკათედრო ტაძარშიც მიაგეს. ილია მეორეს სულის მოსახსენებელი პანაშვიდი სასულიერო პირებმა აღავლინეს. სამებაში მრევლის ნაწილი ანთებული სანთლებით გვიან ღამემდე იმყოფებოდა. ისინი მწუხარებას გამოთქვამენ და სრულიად საქართველოს უსამძიმრებენ. მღვდელმსახურებმა კი პატრიარქის სულის ცხონებისთვის, მრევლს ლოცვისა და ზიარებისკენ მოუწოდეს.

მსგავსი