საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გარდაიცვალა
ღამის განმავლობაში კავკასიის სამედიცინო ცენტრთან, იქ სადაც პატრიარქი იყო მოთავსებული, ხალხმრავლობა იყო, მათ შორის იყვნენ პოლიტიკოსები. პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ, ხელისუფლების წარმომადგენლებმა საპატრიარქოში გადაინაცვლეს. ადგილზე მივიდნენ საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, მთავრობის წევრები, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები და დედაქალაქის მერი.