საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გარდაიცვალა 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პანაშვიდები სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება. მანამდე კი, 14:00 საათზე სინოდის სხდომა შედგება. სწორედ სხდომის დასრულების შემდეგ გადაასვენებენ უწმინდესს საპატრიარქოდან სამების საკათედრო ტაძარში. დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ხელისუფლებასთან ერთად, შეიქმნება დამკრძალავი კომისია, რის შემდეგაც დაკრძალვის შესახებ დეტალები გასაჯაროვდება.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში გუშინ ღამით გარდაიცვალა. ის კუჭიდან მასიური სისხლდენით, კავკასიის მედიცინის ცენტრში 17 მარტს მოათავსეს. მისი მდგომარეობა კრიტიკულად ფასდებოდა.

გენო ოსიყმაშვილი იმყოფება საპატრიარქოსთან, იქ სადაც ახლა პატრიარქია დასვენებული.