სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, შიო III-ის ინტრონიზაცია დასრულდა. ახალარჩეული კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრების ცერემონია საზეიმო წირვით დაიწყო, რომელსაც წმინდა სინოდის წევრები და სხვა სასულიერო პირები აღასრულებდნენ. სადღესასწაულო მსახურება სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო და მას საქართველოს პირველი არხი, პირდაპირ ეთერში გადასცემდა. წესისამებრ, შიო მესამე განმოსეს სამეუფეო სამოსელი. მღვდელმთავრებმა კი – მას მიართვეს ორი პანარეა და ჯვარი, რაც მხოლოდ კათოლიკოს-პატრიარქის პრივილეგიაა. შეგახსენებთ, რომ შიო მუჯირი საქართველოს ახალ, 142-ე კათოლიკოს-პატრიარქად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე, გუშინ 11 მაისს აირჩიეს. მის კანდიდატურას მხარი, 39 მღვდელმთავრიდან 22-მა დაუჭირა.