საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მორიგი გამარჯვება

22:24, 24.11.2024

ევრობასკეტის შესარჩევ მატჩში საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ფინეთს დაუპირისპირდა და ანგარიშით 81-64 დაამარცხა. შეხვედრას „თბილისი არენამ“ უმასპინძლა. ტექნიკური ხარვეზის გამო, მატჩი 50 წუთის დაგვიანებით დაიწყო. ამ გამარჯვებით საქართველომ ცხრილში მეორე ადგილზე გადაინაცვლა და ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის კარგ შანსს ინარჩუნებს.
ჩვენი გუნდი ჯგუფის დარჩენილ ორ შეხვედრას თებერვალში, სერბეთისა და დანიის ეროვნული ნაკრებების წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი