საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ისტორიული შედეგი

12:07, 08.09.2025

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ისტორიული შედეგი. ჩვენი ნაკრები პირველად რვა საუკეთესო ევროპულ გუნდს შორის მოხვდა. საქართველომ ევრობასკეტის მერვედფინალში ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი, საფრანგეთი 80:70 დაამარცხა და კონტინენტის პირველობის მეოთხედფინალში გავიდა. ალექსანდრ ჯიკიჩის გუნდმა შეტევაშიც და დაცვაშიც ძალიან მწყობრად ითამაშა და მოწინააღმდეგეს მთელი თამაშის განმავლობაში არ მისცა საშუალება უპირატესობა მოეპოვებინა. საუკეთესო შედეგი აჩვენეს კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ და ლეგიონერმა კამარ ბოლდუინმა, ორივე მოთამაშემ 24-24 ქულა ჩააგდო. 14 ქულა  სანდრო მამუკელაშვილმა, 8 ქულით დაასრულა თამაში გოგა ბითაძემ. მომდევნო მატჩი უკვე ფინეთთან 10 სექტემბერს, საქართველოს დროით 18 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მსგავსი