საქართველოს ჯანდაცვის რეფორმების შეფასება

ბოლო წლებში საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში განხორციელებულ რეფორმები, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიის მხრიდან წარმატებულად ცხადდება.

პოზიტიური შეფასებები ქართულმა მხარემ ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის სესიაზე მიიღო. გლობალურ ღონისძიებაში მონაწილეობს მიხეილ სარჯველაძე. სერტიფიკატი რომელიც საქართველოს საშიში ინფექციის, მალარიისგან თავისუფალ ქვეყნად აცხადებს, ჯანდაცვის მინისტრს პირადად ტედრო ადანომ გებრეიესუსმა გადასცა. სესიაზე დადებითად შეფასდა თამბაქოს კონტროლის კანონი. განხილვის თემა იყო პირველადი ჯანდაცვის რეფორმა, მედიკამენტებზე ფასების შემცირება და ყველა ის საკითხი, რომელმაც ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა უნდა გააუმჯობესოს.