საქართველოს ისტორიის ლექტორიუმი
ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქართველოს ისტორიის ლექტორიუმი ჩატარდა. ღონისძიების ფარგლებში, საჯარო ლექცია „საქართველოს გაქრისტიანების 1700 წელი: თარიღი, მოვლენები, აქტორები“ – ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ წაიკითხა. აღნიშნული ლექტორიუმი არის ეროვნული ბიბლიოთეკის და გრიგოლ ლორთქიფანიძის საზოგადოების ერთობლივი პროექტი.