ახალი ზელანდიის ქალაქ დანიდინში მიმდინარე 2025 წლის ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის მე-2 დივიზიონის B ჯგუფის შეხვედრაში, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ისლანდია ანგარიშით 4:0 დაამარცხა. მატჩში დუბლით თავი ნიკიტა ბუკიამ გამოიჩინა. ბუკია ასევე მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ნაკრები ტურნირისთვის ახალწვეული ლეგიონერებით გაძლიერდა, რომლებმაც მატჩი თითო გოლის გატანა შეძლეს. საქართველოს ეროვნული ნაკრები, შემდეგ მატჩს, ტურნირის მასპინძელ, ფავორიტ ახალი ზელანდიის ეროვნულ ნაკრებთან გამართავს. შეხვედრა 28 აპრილს 12:00 საათზე შედგება. ტურნირში გამარჯვებული პირველადგილოსანი გუნდი მე-2 დივიზიონის A ჯგუფში აღზევდება. საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ნაკრები როგორც ადგილობრივ ჩემპიონატში მოასპარეზე მოთამაშეებით, ასევე ლეგიონერებითაა დაკომპლექტებული.