„საქართველოს გზა ევროკავშირისკენ“ - კონფერენცია და დისკუსია ევროინტეგრაციის საკითხებზე
„საქართველოს გზა ევროკავშირისკენ“ – საქართველოს პარლამენტისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის, საქართველოს ეროვნული პლატფორმის ორგანიზებით მიმდინარე კონფერენცია გრძელდება. მისი მიზანია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებზე პარლამენტის წევრებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის დისკუსიისა და დიალოგის ხელშეწყობა. ღონისძიებას პარლამენტის თავმჯდომარე უძღვება.
კონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა 12 რეკომენდაციის თითოეულ პუნქტზე ანგარიში წარადგინეს, საკითხზე საკუთარი პოზიცია აქვს ოპოზიციასაც.