საქართველოს გენერალური საკონსულო მილანში

მმართველი გუნდი ურთიერთობის გაღრმავებას ელოდება იტალიასთანაც. ამ მოლოდინს მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს ოფიციალური გახსნა ქმნის – ცერემონია ამ წუთებში მიმდინარეობს.

მილანში ჩვენი ქვეყნის საკონსულო 2023 წლიდან ფუნქციონირებს, დღეს კი ქალაქის ცენტრში შეძენილ შენობაში საინაუგურაციო ღონისძიება ეწყობა, რომელსაც საქართველოს პრემიერი, თბილისის მერი და მთავრობის წევრები ესწრებიან. სიტყვით გამოსვლების პარალელურად დაგეგმილია ქვეყნის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კულტურული პროგრამის წარდგენა. საქართველოს გენერალური საკონსულო ჩრდილოეთ იტალიის რვა რეგიონს ფარავს. მოლოდინია, რომ იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის საკონსულო სერვისებსა და მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო გაიზრდება.

„მოამბე“ მილანიდან, – ანა ბროლაძე ესწრება საინაუგურაციო ცერემონიას.