საქართველოს განაცხადი ევროკავშირის წევრობისთვის 

რეზონანსული გამოხმაურება მოჰყვა მმართველი პარტიის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე გაცხადებულ გეგმას.

საქართველო ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს 2024 წელს გააკეთებს – ასეთია „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, რომელიც ოპონენტების მხრიდან წინასაარჩევნო პიარ-სვლად შეფასდა. 2014 წლიდან ქვეყანა ევროკავშირთან ასოცირებული წევრის სტატუსს ატარებს, 2017 წლიდან კი საქართველოს მოქალაქეები ევროპის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლით სარგებლობენ. ვიზა-ლიბერალიზაცია, ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, თავისუფალი ვაჭრობა და აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის მოწინავე ქვეყნად აღიარება ოფიციალური თბილისისთვის იმის წინაპირობაა, რომ ოთხი წლის შემდეგ ქვეყანამ ევროინტეგრაციის გზაზე ისტორიული გადაწყვეტილება მიიღოს.

სალომე ქოქიაშვილმა მოისმინა ამ თემაზე გაკეთებული შეფასებები.