საქართველოს ფუტსალის ნაკრები საფრანგეთს დაუპირისპირდება

ჩვენი გუნდი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდის ბოლო მატჩისთვის ემზადება, რომელსაც ხვალ 16 აპრილს მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხეადგილოსან, საფრანგეთთან თბილისში გამართავს. 11 აპრილს, ავთანდილ ასათიანის გუნდმა პრიშტინაში კოსოვოს ნაკრები 3:1 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის პლეიოფის საგზური გაინაღდა. ფრანგებთან მატჩში კი „ჯვაროსნებს“, ევრო 2026-ის ფინალურ ეტაპზე პირდაპირი გზით მოსახვედრად, 4-ბურთიანი სხვაობით მოგება სჭირდებათ. საქართველოსა და საფრანგეთის ფუტსალის ნაკრებების შეხვედრა 19 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.