ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ყველა ცვლილების შედეგად, საქართველოს ფოსტა, რომელმაც შარშანდელი წელი, შვიდი მილიონი ლარის ზარალით დახურა, პირველად გავა მოგებაზე და გახდება მომგებიანი სახელმწიფო კომპანია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერმა აღნიშნა, რომ მიმდინარე ოპტიმიზაციის შედეგად, წლიურ ჭრილში დაიზოგება 3,5 მილიონ ლარზე მეტი. ასევე, შუამავალ კომპანიებში გატანილი ბიზნეს პროცესები დაბრუნდება საქართველოს ფოსტაში, რის შედეგადაც, კომპანიას ყოველწლიურად 14,2 მილიონი ლარის შემოსავალი დაემატება. ასევე, აღდგა საჰაერო ტერმინალის ფუნქცია.