საქართველოს ფინანსთა მინისტრი ბილ გეითსს შეხვედა

საქართველო მსოფლიო ბანკისაგან დაფინანსების გაზრდას ელის.

მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის საგაზაფხულო დისკუსიები დღეს სრულდება. შეხვედრებს ასრულებს ქართული დელეგაციაც.

მამუკა ბახტაძემ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტისას მაღალი დონის შეხვედრები გამართა. ფინანსთა მინისტრი გუშინ სპეციალურ ვახშამზე მაიკროსოფტის დამფუძნებელს ბილ გეითსს შეხვედა.

ასევე, ვიზიტის ფარგლებში, საუბარი შედგა მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთან, რომელმაც დაადასტურა, რომ მაისში ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები ჩვენს ქვეყანას ესტუმრებიან.