საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის 2017 წლის ბოლო სხდომა გაიმართა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის 2017 წლის ბოლო სხდომა გაიმართა.

დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო ერთადერთი საკითხი – საფეხბურთო კლუბ ზესტაფონის ეროვნულ ჩემპიონატში შესაძლო რეინტეგრაციის შესახებ.

დღევანდელ სხდომას არ დასწრებია ზესტაფონის პრეზიდენტი ილია კოკაია, რომელიც კლუბის წარმომადგენლების განცხადებით, საქართველოში არ იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ კლუბი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უმაღლესი ლიგიდან 2015 წლის 20 აპრილს მოკვეთა, რადგან გუნდი 10 აპრილს გორის დილასთან სათამაშოდ არ გამოცხადდა. ზესტაფონის ხელმძღვანელთა განმარტებით, ეს ნაბიჯი იმიტომ გადაიდგა, რომ გარიგების საფრთხე არსებობდა. ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანოს სადისციპლინო კომიტეტმა ეს მიზეზი არ გაითვალისწინა. კლუბს 0-3 წაგება ჩაუთვალა და გათამაშებიდან მოხსნა. მას შემდეგ ზესტაფონი ამ გადაწყვეტილების გაუქმებას და ეროვნულ ჩემპიონატში დაბრუნებას კვლავ ელის.