საქართველოს ევროპული პერსპექტივა - შეფასებები თბილისში

ევროპული საბჭოს გუშინდელმა გადაწყვეტილებამ შიდა პოლიტიკური ვნებათაღელვა კიდევ უფრო გაზარდა.

ოპოზიცია კანდიდატის სტატუსზე უარს ისტორიულ მარცხად აფასებს და ასოცირებულ ტრიოში საქართველოს უკრაინისა და მოლდოვისგან განცალკევებაზე მთელ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. ოპონენტები მმართველ გუნდს ანტიდასავლურ რიტორიკას ახსენებენ და კანდიდატის სტატუსის მინიჭების პერსპექტივის ხელოვნურად დაზიანებაში ადანაშაულებენ. ხელისუფლება კი ევროპული პერსპექტივის ოფიციალურად აღიარებას ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილებად მიიჩნევს, თუმცა იქვე დასძენს, რომ მოწინავე პოზიციების გამო ქვეყანა სტატუსს იმსახურებდა.

ომი და შეცვლილი გეოპოლიტიკური ვითარება – ასეთ ახსნას უძებნის „ქართული ოცნება“ ასოცირებული ტრიოს ქვეყნების განცალკევებას.