საქართველოს ევროპული პერსპექტივა

იქნება თუ არა ევროკომისიის რეკომენდაციები ევროპული საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილება, ეს ცნობილი 23-24 ივნისს დაგეგმილ ევროპელი ლიდერების სამიტზე გახდება.

ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ საქართველოს ჰქონდა კანდიდატის სტატუსის მიღების შესაძლებლობა და ის, რომ ევროკომისიამ შესაბამისი რეკომენდაცია არ გასცა, ხელისუფლების დანაშაულია. უმრავლესობაში კი მიაჩნიათ, რომ ევროკომისიის გადაწყვეტილება ევროინტეგრაციის მიმართულებით საქართველოსთვის ახალ შანსებს აჩენს. რაც შეეხება საბოლოო გადაწყვეტილებას, „ქართულ ოცნებაში“ ფიქრობენ, რომ ლიდერების მიერ მიღებული გადაწყვეტილება ევროკომისიის შეფასების იდენტური იქნება.

დატოვე კომენტარი