საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 72-ე სხდომაზე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2024 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების წლიური ანგარიში განიხილეს. სხდომა პრემიერის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. ანგარიში კომისიის წევრებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა წარუდგინა. კომისიის წევრებმა საქართველოს მიერ გასული წლის განმავლობაში ასოცირების შეთანხმების შესრულების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები განიხილეს. აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობის მიზანია ქვეყანა 2028 წლისთვის იყოს მზად ევროკავშირის წევრობისთვის. შეხვედრაზე იმსჯელეს სამომავლო გეგმებზე და განსახორციელებელ ღონისძიებებზე იმისათვის, რომ საქართველომ 2028 წლისთვის მიაღწიოს კიდევ უფრო მეტ პროგრესს ასოცირების შეთანხმების შესრულების კუთხით.