ისევ განხილვის საგანია, ითანამშრომლებს თუ არა ოპოზიცია ხელისუფლებასთან იმ ცხრაპუნქტიანი დავალების შესასრულებლად, რომელიც ევროკომისიამ საქართველოს კანდიდატის სტატუსზე დადებითი რეკომენდაციის შემდეგ მისცა. ოპოზიციის ნაწილი მზაობას გამოთქვამს, რომ მმართველ პარტიასთან ერთად, ერთობლივად იმუშაოს.
განსხვავებულად ფიქრობენ „ნაციონალურ მოძრაობაში“ და ამბობენ, რომ „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციასთან თანამშრომლობა არ სურს. რაც შეეხება მმართველ ძალას, სახელისუფლებო პარტია მიესალმება ოპოზიციის ჩართულობას, თუმცა, ოპონენტებთან ნაყოფიერი მუშაობის იმედი არ აქვს.