საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი

საქართველოში პროგნოზები არაერთგვაროვანია.

გადაწყვეტილების თარიღის მოახლოებასთან ერთად კანდიდატის სტატუსის გარშემო პოლიტიკური ვნებათაღელვა სულ უფრო მატულობს. მმართველი გუნდი ევროკავშირისგან დადებით პასუხს ელოდება, მითუმეტეს უკრაინის ომის შედეგად შეცვლილი გეოპოლიტიკური რეალობის და გაუარესებული რეგიონული უსაფრთხოების ფონზე. პარალელურად გრძელდება ბრალდებები ოპოზიციის ნაწილის მისამართით. „ქართული ოცნება“ ევროინტეგრაციის პროცესის ხელოვნურად დაზიანების მცდელობას „ნაციონალური მოძრაობის“ სტრატეგიის და ხელისუფლების შეცვლის გეგმის ნაწილად განიხილავს. ბრალდების ადრესატები კი დარწმუნებულები არიან, რომ მსგავსი თავდასხმებით ხელისუფლება არასასურველი გადაწყვეტილების შემთხვევაში წინასწარ ნიადაგს იმზადებს და პრევენციულ ზომებს იღებს.