საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი

ვინ რას აკეთებს საქართველოს ევროინტეგრაციისთვის – ეს კითხვა წევრობის კანდიდატის სტატუსზე ევროკავშირის გადაწყვეტილების მოლოდინში კიდევ უფრო აქტუალური ხდება. მმართველი გუნდი პროცესის ხელის შეშლაში და ქვეყნის იმიჯის დაზიანებაში ოპოზიციას ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ოპონენტთა ნაწილი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს. დღეს ითქვა ისიც, რომ კონკრეტულ სახელებსა და ფაქტებს მმართველი გუნდი ამ საკითხზე გასამართი პოლიტიკური დებატების ფორმატში დეტალურად წარადგენს.

თავის მხრივ ხელისუფლებას ბრალდებებს უყენებს ოპოზიციაც და მმართველ გუნდს ანტიდასავლურ რიტორიკაში ადანაშაულებს. როგორია მხარეთა არგუმენტები ეს ხვალ გაირკვევა. პოლიტიკური დებატები, რომელიც ოპოზიციის მოთხოვნით პარლამენტში დღეს იყო ჩანიშნული ხვალისთვის გადაიდო.

თამარ წიკლაური არკვევდა დეტალებს.