საქართველოს ევროინტეგრაციის გზა

ივნისში პოზიტიური დასკვნის გამოქვეყნების მოლოდინი აქვს საქართველოში გერმანიის ელჩს. ჰუბერტ ქნირშის თქმით, არის საერთო აზრი, რომ მხარდაჭერილი იყოს უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას ევროპული მისწრაფებები. წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე განცხადება გააკეთა ფრანგმა დიპლომატმაც. მისი თქმით, საქართველომ წინ უნდა იაროს ევროპულ გზაზე, რისი მხარდამჭერიც არის ბევრი ქვეყანა, მათ შორის საფრანგეთი.