საქართველოს ეროვნული სტენდი WTM London 2026-ზე

21:50, 06.11.2026

საქართველო კიდევ ერთ საერთაშორისო ტურისტულ პლატფორმაზე – ლონდონში world travel market 2026-ზე ჩვენი ქვეყანა სტენდით არის წარმოდგენილი.

საერთაშორისო ვიზიტორებს საქართველოს ტურისტულ პოტენციალს 20-მდე ტურისტული კომპანია აცნობს. იმართება პირისპირ შეხვედრებიც. ქართული დელეგაცია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელობით უკვე შეხვდა, როგორც booking.com-ის, ისე გავლენიანი საერთაშორისო მედია საშუალებების წარმომადგენლებს.

ქართული ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციის, ბრიტანელი მოგზაურების საქართველოთი დაინტერესების და საქმიანი კავშირების დამყარების კიდევ ერთი შესაძლებლობა – ნახეთ ცარო კირვალიძის სიუჟეტში.

მსგავსი