საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის კონცერტით ჰამბურგში ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში დაგეგმილი მუსიკალური პროგრამა გაიხსნა

ჰამბურგში საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის საღამო გაიმართა. ამ კონცერტით გაიხსნა 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში დაგეგმილი მუსიკალური პროგრამა, რომელიც მთელი წლის განმავლობაში გერმანიის სხვადასხვა ქალაქში იქნება წარმოდგენილი.

ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, რახმანინოვის საფორტეპიანო კონცერტი გერმანიაში მოღვაწე ქართველმა პიანისტმა დუდანა მაზმანიშვილმა შეასრულა. კონცერტი  ჰამბურგის ახლადგახსნილ საკონცერტო დარბაზში გაიმართა.