საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მზადება

19:33, 21.11.2017

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გუნდის ძირითადი 12 კაციანი შემადგენლობა დაასახელა. ქართველმა კალათბურთელებმა ბერძენი სპეციალისტის ხელმძღვანელობით დღეს “დინამოს” საწვრთნელ ბაზაზე ივარჯიშეს. 20 ნოემბერს ეროვნულ გუნდს პირველი ლეგიონერი, სერბული “მეგა ბიმაქსის” ცენტრი, გოგა ბითაძე შეურთდა. მანუჩარ მარკოიშვილი და მაიკლ დიქსონი კი გუნდს გერმანიაში დაემატებიან. საქართველოს ნაკრები ქალაქ “ჰემნიცში” ხვალ გამთენიისას გაემგზავრება. 24 ნოემბერს ილიას ზუროსის გუნდი გერმნიას შეხვდება. 27 ნოემბერს კი სერბეთის წინააღმდეგ ითამაშებს. ორივე მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მსგავსი