საქართველოს ეროვნული ანგარიშის განხილვა ჟენევაში

საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ 2025 წლის ეროვნული ანგარიში განიხილეს ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებების საბჭოს პერიოდული მიმოხილვის მე-4 ციკლის ფარგლებში. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ საბჭოს წევრებს საანგარიშო პერიოდში სამინისტროში განხორციელებული რეფორმები და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით მიღწეული შედეგები გააცნო. მან ყურადღება გაამახვილა უკანონო მიგრაციის, ორგანიზებული დანაშაულის, მათ შორის ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებზე. ასევე ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის საკითხებზე. საუბარი შეეხო ბოლო პერიოდში ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს და შსს-ს მიერ გატარებულ ღონისძიებებს. მსგავს ანგარიშს ქვეყნები ხუთ წელიწადში ერთხელ წარადგენენ.