„საქართველოს ეროვნულ გეშტალტ ინსტიტუტს“ ევროპული აკრედიტაცია მიენიჭა

„საქართველოს ეროვნულ გეშტალტ ინსტიტუტს“ ევროპული აკრედიტაცია მიენიჭა. აღმასრულებელი დირექტორის თქმით, პროცესი სასწავლებლის დიპლომების საერთაშორისო დონეზე აღიარებას გულისხმობს.

2011 წლიდან, ინსტიტუტი ფსიქოთერაპიის სფეროში სწავლებას ახორციელებს. კურსდამთავრებულები, საქართველო-ამიერკავკასიის მასშტაბით, პირველი ევროპული ცენზის მქონე გეშტალტთერაპევტები იქნებიან. ახლა კი ეროვნული სკოლა, უკვე ინსტიტუციურ დონეზე გახდა ევროპულ პროფესიულ კავშირში ინტეგრირებული.