საქართველოს ენერგეტიკის მუშაკთა განცხადება

საქართველოს ენერგეტიკის მუშაკთა პროფკავშირების წარმომადგენლები, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ თანამშრომლებთან ერთად, აქციას გამართავენ. ისინი ხელფასების ზრდასა და ზეგანაკვეთური სამუშაო მექანიზმის გამართვას ითხოვენ. ამირან ზენაიშვილი „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხელმძღვანელობას მოუწოდებს, აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა დიალოგის რეჟიმში წარმართონ.

საპასუხო განცხადებას აკეთებს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“, სადაც აღნიშნულია, რომ პროფკავშირების მიერ ორგანიზებულმა პროტესტმა ვერ მოიპოვა ვერანაირი მხარდაჭერა რეგიონებში, სწორედ ამიტომ, კრების ჩატარების მოთხოვნით, ისინი თბილისში მოიწვიეს.