საქართველოს ელჩების პრიორიტეტები 2024 წლისთვის

წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყების ხელშეწყობის გარდა, 2024 წელს საქართველოს ელჩებს სხვა პრიორიტეტები და დავალებებიც აქვთ.

აქცენტი ნატოს საიუბილეო ვაშინგტონის სამიტზე კეთდება. სამიტზე ჩვენი ქვეყნის მაღალ დონეზე წარმოდგენა და ალიანსში გაწევრიანების პროცესის დაჩქარება მთავარ ამოცანად სახელდება. პრიორიტეტებს შორისაა დეოკუპაციის მიზნით და არაღიარების პოლიტიკის გასაძლიერებლად საერთაშორისო პლატფორმების აქტიურად გამოყენება, ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გამყარება, ევროკავშირის წამყვან ქვეყნებთან მჭიდრო კომუნიკაცია და სავაჭრო-ეკონომიკური კონტაქტების გაღრმავება ჩინეთთან, რომელთანაც ცოტა ხნის წინ საქართველომ სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება გააფორმა. უკრაინის ომის, რუსეთისგან მომდინარე საფრთხეების და გაუარესებული უსაფრთხოების ფონზე ელჩებს იმ პროექტების ხელშეწყობაც მოუწევთ, რომლებმაც საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი უფრო უკეთ უნდა წარმოაჩინოს და ევროკავშირთან უფრო მეტად დააახლოოს. ელჩების კონფერენციაზე წელს პირველად პრეზიდენტი არ მიუწვევიათ.

ანა ბროლაძე გვეტყვის, რა დავალებებით და პრიორიტეტებით გაემგზავრებიან ელჩები სამშობლოდან.