საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები
ბრიუსელის ნეგატიურ გზავნილებს მმართველი გუნდი ევროპული კვლევების შედეგებს და გავლენიანი ფინანსური ორგანიზაციების დადებით შეფასებებს უპირისპირებს.
მათ შორის ერთ-ერთი ბოლო გაუმჯობესებული პროგნოზი მსოფლიო ბანკს ეკუთვნის. საფინანსო ინსტიტუტმა საქართველოს ეკონიმიკური ზრდის პროგნოზი ორი პუნქტით შვიდ %-ამდე გაზარდა. ახალი მონაცემით, ევროკავშირის სხვა კანდიდატ ქვეყნებს საქართველო ორჯერ უსწრებს. სწორედ გაუმჯობესებულ მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე ისაუბრა პრემიერმა მთავრობის სხდომაზე. ირაკლი კობახიძე მსოფლიოს ბანკის ახალი პროგნოზს მთავრობის სწორი ეკონომიკური რეფორმების შედეგად აცხადებს. სწრაფი ეკონომიკური ზრდის გამომწვევ ფაქტორებს შორის სახელდება სახელმწიფო საწარმოების ოპტიმიზაცია და პრივატიზაციის შეცვლილი პრაქტიკა, გაზრდილი ტვირთბრუნვა და ექსპორტი, რამდენიმე მილიარდიანი საინვესტიციო პროექტები, ანაკლიის პორტის მშენებლობა და ტურიზმის რეკორდული მაჩვენებლები. მთავრობის ხელმძღვანელი დადებითი ეკონომიკური ტენდენციების გაგრძელებას და შედეგების მოქალაქეების კეთილდღეობაზე ასახვას პროგნოზირებს.