საქართველოს ეკონომიკური პოტენციალი

გავლენიანი ბრიტანული გამოცემა Capital Finance International-ი საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს.

პუბლიკაციაში საუბარია საქართველოზე, როგორც ბიზნესებისა და ინვესტორებისთვის მიმზიდველ, შესაძლებლობებით მდიდარ ქვეყანაზე. სტატიაში ხაზგასმულია პანდემიის შემდგომი ეკონომიკური ზრდა და ამ კონტექსტს ნახსენებია ეროვნული ბანკიც, რომელიც სტატიის ავტორის შეფასებით ეფექტურ პოლიტიკას ახორციელებს. რა შეფასებები მოჰყვა Capital Finance International-ის სტატიას თბილისში – შალვა სუმბაძე დეტალებით.