პირველი ოფიციალური შეხვედრა ამერიკის ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენელთან.
შტატებში ვიზიტი ფარგლებში საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდი ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს შეხვდა. სახელმწიფო დეპარტამენტში შემდგარ აუდიენციაზე პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხები განიხილეს. შეხვედრის შემდეგ ვიცე-პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტრამპის ადმინისტრაციას, საქართველოს ხელისუფლებასთან ძირითად საკითხებზე სრული თანხვედრა აქვს. მთავრობის ეკონომიკური გუნდი შტატებში მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგელებში იმყოფება. ქართული მხარე გლობალური საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს საინვესტიციო გარემოს აცნობს და ქვეყნის მაკროეკონომიკური პარამეტრებისა და ძირითადი ტენდენციების შესახებ ინფორმაციას აწვდის. მაღალი დონის შეხვედრებზე განიხილება საქართველოს მონაწილეობით დაგეგმილი გლობალური პროექტებიც.