საქართველოს ეკონომიკის მინისტრი მსოფლიო ბანკის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი მსოფლიო ბანკის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც აღნიშნული ორგანიზაციის მთავარი ეკონომისტი ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების რეგიონში ჰანს ტიმერი ხელმძღვანელობდა.

შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოში ბლოკჩეინის ტექნოლოგიების განვითარების საკითხი. მსოფლიო ბანკის წარმომადგენელთა განცხადებით, საქართველოში ძალიან კარგად არის განვითარებული კრიპტოვალუტისბიტკოინის წარმოება და ზოგადად ბლოკჩეინის ტექნოლოგიები და ამ მიმართულებით, ქვეყანა მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერია.

მსოფლიო ბანკის დელეგაციის წარმომადგენლები საქართველოში აღნიშნული ტექნოლოგიების მდგომარეობით, განვითარების ხედვით და სამომავლო პერსპექტივებით დაინტერესდნენ.