საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება 

21:29, 11.05.2026

დიდი პატივი და მძიმე ჯვარი – ეს იყო ახალი პატრიარქის პირველი სიტყვები ფარული კენჭისყრის შედეგების გამოცხადების შემდეგ.

ეკლესიის გაფართოებული კრება 1 200 დელეგატით და სამი კომისიით, სამი საპატრიარქო კანდიდატი და ისტორიული არჩევანი – სტუმრებისა და დელეგატების შეკრება დილის ათი საათიდან დაიწყო. სამსაათიანი კრების შემდეგ კენჭისყრის შედეგები ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარემ, მეუფე ანანიამ პირდაპირ ეთერში გამოაცხადა. 28 აპრილს გამართულ სინოდის სხდომასთან შედარებით ხმების რაოდენობა ორით გაიზარდა და 22 ხმა მიიღო ახალმა პატრიარქმა, ცხრა ხმა დააგროვა მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იობმა, რომელსაც სინოდის სხდომაზე შვიდი ხმა ჰქონდა, ხმების უცვლელი რაოდენობა, შვიდი მღვდელმთავრის მხარდაჭერა ერგო ფოთისა და ხობის მიტროპოლიტს, მეუფე გრიგოლს. გაუქმდა ერთი ბიულეტენი, თუმცა ფარულობიდან გამომდინარე უცნობია, 39-წევრიანი სინოდიდან რომელმა მღვდელმთავარმა შეიკავა თავი არჩევანის გაკეთებისგან. 57 წლის შიო მესამის – ერისკაცობაში ელიზბარ მუჯირის საეკლესიო ცხოვრების გზა 1991 წლიდან შიო მღვიმის მონასტრიდან იწყება. ბოლო ცხრა წლის განმავლობაში ის სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტთან ერთად საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის ტიტულს ატარებდა. დღეს არაერთხელ აღნიშნეს, რომ შიო მესამე 141-ე პატრიარქის, ილია მეორის გზის გამგრძელებელი იქნება.

მსგავსი