საქართველოს ძიუდოს ნაკრები საქართველოში დაბრუნდა
საქართველოს ძიუდოს ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა. ქართველმა ძიუდოისტებმა, ბაქოში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, ინდივიდუალურ შეჯიბრში ოთხი მედალი მოიპოვეს: ორი ოქრო, ერთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო. გუნდურ ჩათვლაში, ჩვენმა ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა. მსოფლიო ჩემპიონები ტატო გრიგალაშვილი და ილია სულამანიძე გახდნენ. ვერცხლის მედალი ეთერ ლიპარტელიანმა მოიპოვა, გიორგი სარდალაშვილი კი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ნაკრებმა, მესამე ადგილისთვის ბრძოლაში, ჩინეთის ნაკრები დაამარცხა.