საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა, რომელმაც ბუდაპეშტში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, შერეულ გუნდურ შეჯიბრებაში ისტორიული გამარჯვება მოიპოვა, საქართველოში დაბრუნდა. საქართველოს ნაკრებმა ფინალში სამხრეთ კორეა 4:1 დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონობა პირველად იზეიმა, ნახევარფინალში კი – იაპონიას სძლია, რომელიც ამ ტიტულს ზედიზედ შვიდჯერ ფლობდა. ბუდაპეშტში ინდივიდუალურ სახეობაში საქართველომ ასევე 4 მედალი მოიპოვა. ეთერ ლიპარტელიანი ოქროს, ტატო გრიგალაშვილი და გურამ თუშიშვილი ვერცხლს, ლუკა მაისურაძე კი – ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.