საქართველოს დიპლომატიური მისიების განცხადებები
ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებები გაავრცელეს საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ისრაელსა და ირანში. ისრაელში საქართველოს საელჩო ქვეყნის დატოვების მსურველ საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით ინფორმაციას აწვდის. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქვეყნის დატოვება ამ ეტაპზე სახმელეთო გზით – ეგვიპტის ან იორდანიის გავლით არის შესაძლებელი. ამ ეტაპზე ყველა სხვა სახმელეთო სასაზღვრო-გამშვები პუნქტი დაკეტილია. საელჩო მოუწოდებს მოქალაქეებს გამგზავრებამდე გადაამოწმოთ სასაზღვრო-გამშვები პუნქტის სტატუსი. ირანში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი ვკითხულობთ: „რეგიონში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ მგზავრობისგან ირანის ტერიტორიაზე და საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდეთ საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზს“ – აღნიშნულია განცხადებაში.