საქართველოს დღე ლონდონის ბირჟაზე

21:28, 12.10.2018

დიდ ბრიტანეთში საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს ეცნობიან.

პრემიერ მამუკა ბახტაძეს და ქართული დელეგაციის წევრებს ლონდონის საფონდო ბირჟაზე უმასპინძლეს, სადაც კონფერენცია „საქართველოს ინვესტორთა დღე“ მოეწყო. ღონისძიებაზე მყოფ 130-მდე მსხვილი კომპანიის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ, ჩვენს ქვეყანაში არსებულ ბიზნეს-გარემოზე და მიმდინარე პროექტებზე ვრცელი ინფორმაცია მიეღოთ.

„საქართველო უნდა გახდეს რეგიონის ეკონომიკური ჰაბი“ – ამ გზავნილით წარდგა პრემიერ-მინისტრი საფონდო ბირჟაზე.

 

მსგავსი