საქართველოს დემოგრაფიული მაჩვენებლები

ქვეყნის დემოგრაფიული მონაცემები გაუარესებულია.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ საქართველოში გარდაცვლილთა მაჩვენებელი დაბადებულთა რაოდენობას აღემატება. ეს ტენდენცია 2014 წლიდან გრძელდება. პიკს კი პანდემიის პერიოდში მიაღწია. მძიმე დემოგრაფიულ ვითარებას სპეციალისტები ქორწინების შემცირებულ მაჩვენებელს უკავშირებენ. გამოსავალს ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციები სახელმწიფოს ხელშემწყობი პროგრამების ამოქმედებაში და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალების აქტიურად ჩართვასა და მათი შრომითი უფლებების დაცვაში ხედავენ.